კარლო ანჩელოტი:„გოლის გატანის შემდეგ ინტენსივობა დავკარგეთ“
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „იუვესთან“ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„პირველ ნახევარში ჩემი ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. თითოეული მოთამაშე ბოლომდე იხარჯებოდა, ქმნიდა მომენტებს, რასაც გოლიც მოჰყვა. რონალდუს გაბრწყინების შემდეგ ინტენსივობა დავკარგეთ, რამაც თამაშის ტემპის დაგდება გამოიწვია, სხვა შემთხვევაში კიდევ გავიტანდით.“
„ტურინელებმა ყველაფერი კარგად გათვალეს. ალეგრის გუნდმა სერია „ა“ უკვე მოიგო, ახლა კი ჩემპიონთა თასისთვის იბრძოლებს.“
„მომავალზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ლა ლიგაში 2 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, სეზონის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობას შევხვდები და მომავალზე ვისაუბრებ.“
„ფეხბურთი ყოველთვის არის მომენტებით დახუნძლული. შარშან ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და რამოსმა გოლის გატანა 93-ე წუთზე შეძლო. მაშინ ყველა იძახდა, რომ გაგვიმართლა, წელს კი ყველამ კარგად ვნახეთ ფატალური უიღბლობა. ჩემმა გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი არ გავიდა.“
„საკუთარი ფეხბურთელებით ამაყი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონის მანძილზე გუნდში დიდი ტრავმიანობა იყო, ბოლომდე ვიბრძოლეთ.“
„ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი „ბარსელონა“ იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია.“
- 14 მაი 2015
- 12 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.