ბიტრაგენიო:„იმედგაცრუებული ვარ, არაერთი მომენტი გვქონდა“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორის, ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ფინალში გასასვლელად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ იღბალი მათ მხარეს არ იყო...
„სიმართლე გითხრათ, ვერც ვითვლი იმ მომენტების რაოდენობას, რამდენიც ჯიჯი ბუფონის კართან შეიქმნა. იმედგაცრუებული ვარ და ვთვლი, რომ ბერლინის საგზურს ვიმსახურებდით. პირველ ნახევარში გოლის გატანის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია, მეორე ნახევარში კი კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი გოლი გავუშვით და ყველაფერი ცუდად წარიმართა.“
„ტურინელებმა როგორც იტალიაში, ასევე მადრიდში სიმშვიდე შეინარჩუნეს და ზედმიწევნით შეასრულეს მასიმილიანო ალეგრის დავალებები.“
„გულშემატკივართა მხარდაჭერა სამაგალითო იყო, მათ აჩვენეს და საჭირო დროს და საჭირო ადგილას ყოველთვის იქნებიან, მათი მხურვალე ოვაციები ფეხბურთელებს მოტივაციას უმაღლებდა.“
„ანჩელოტის კონტრაქტზე საუბარი ნაადრევია. გუნდი ერთიანია და სეზონს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩააბრუნეს. ვულოცავთ ტურინელებს ფინალში გასვლას.“
„პრიმერაში მათემატიკური შანსი კვლავაც არსებობს, მაგრამ სასწაულის არავის სჯერა. „რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად, არ არსებობს.“
- 14 მაი 2015
- 3 566
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.