იკერს დღეს გაამხნევებენ

"მადრიდის რეალის" გულშემატკივრები დღეს იკერ კასილასის გასამხნევებელი ბანერის გამოფენას აპირებენ "ბერნაბეუზე" თამაშის მსვლელობისას.

Ramón Peña Mendoza-ს მადრიდისტები (მხარდამჭერთა კლუბი, რომელიც 1988 წელს დაარსდა და აერთიანებს 300-მდე მადრიდისტას) დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" იკერ კასილასის მხარდასაჭერ გიგანტურ ბანერს მიიტანენ. პოსტერი 10 მეტრის იქნება სიგანეში, ხოლო სიგრძე კი 8 მეტრი ექნება. მასზე კასილასის სახე იქნება გამოსახული წარწერით: "პატივი ეცით იკერს!"

გულშემატკივრებმა ეს გადაწყვეტილება "ვალენსიასთან" დაპირისპირების დროს მომხდარი ფაქტის გამო მიიღეს, როცა იკერ კასილასს სტადიონზე მისულმა რამოდენიმე გულშემატკივარმა დაუსტვინა.

მხარდამჭერთა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს: "ყველანაირ ჩარჩოს გაცდა ის, რაც ყველამ ვიხილეთ. ნაცვლად იმისა, რომ ერთიანი ვიყოთ და მხარში დავუდგეთ ჩვენებს, ქვას ვესვრით მათ. ეს მოურინიოს სტილია, რომელმაც გაყო "მადრიდის რეალი". სხვა დღეებში სტვენის ნაცვლად აპლოდისმენტები რომ დაგვეკრა ბიჭებისთვის, "ვალენსიასთან" თამაშსაც მოვიგებდით და ბევრ სხვასაც. მოურინიო წასულია და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ფეხბურთელები, ის ხალხი, რომელიც ჩვენთვის თამაშობს, ჩვენი ლეგენდები, ისეთები, როგორიც იკერ კასილასია. 50 წელია, რაც "ბერნაბეუზე" დავდივარ და ვხედავდი, როგორ ვიტანდით გოლებს, როგორც ვუშვებდით მათ, მაგრამ არასდროს , არასდროს არ მიმიცია უფლება ჩემი თავისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის დამესტვინა. იკერი და ჩვენი ბიჭები ამას არ იმსახურებენ. ჩვენ უფლება არ გვაქ ლეგენდებს ვუსტვინოთ. სწორედ ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება."

წყარო: AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)