კიელინი: "0-0ზე და დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ"
ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე და "იუვენტუსის" გეგმებზე ილაპარაკა.
"0-0-ზე და დაცვაში ჩაკეტვის უფლება არ გვაქვს. პირველივე წუთებიდან ვეცდებით ბურთი დავიჭიროთ და ჩვენი შესაძლებლობების 110% გამოვავლინოთ."
"თავისუფლად შეგვიძლია მადრიდელების წინააღმდეგ შეტევაში თამამად თამაში. პირველ ტაიმში სავარაუდოდ მეტოქეს დავზვერავთ, შეხვედრის მეორე ნახევარში კი გოლის გატანასაც ვეცდებით."
"მახსოვს ის ემოციები, რომელიც პირველი სკუდეტოს მოგების შემდეგ განვიცადე. შეიძლება ითქვას, რომ ახლა იგივე გრძნობა მეუფლება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიყვანო."
Marca.com
- 12 მაი 2015
- 3 000
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.