The Mirror:„ჟოზემ 110 მილიონი გაამზადა, „იუნაიტედი“ საგონებელშია ჩავარდნილი
ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით, ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილს დაადგა თვალი და მის შეძენას გეგმავს...
სამეფო კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ „არისტოკრატთა“ დამრიგებელმა ძალიან კარგად იცის, სწორედ ამიტომ მომენტის გამოყენება და უელსელი ფეხბურთელის დამატება სურს.
რომან აბრამოვიჩი მზად არის ფლორენტინო პერესს 110 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს, თავად ფებურთელს კი ხელფასის სახით 14.5 მილიონი ევრო დაუნიშნოს, რაც თავისთავად ძალიან დიდი შემოსავალია.
პერესს ბეილის „იუნაიტედში“ გაშვბა არ სურს, რომელიც 130 მილიონს იხდის, ამასთან ერთად არც აბრამოვიჩის 110 მილიონია პატარა თანხა, ამიტომ გარიგება შესაძლოა მართლაც მოხდეს.
თავად ფეხბურთელის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ აგენტის განცხადებით, გარეთი „რეალმა“ უფრო უნდა გამოიყენოს, ვიდრე იყენებს.
- 11 მაი 2015
- 3 032
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.