ანჩელოტის დისკვალიფიკაცია ემუქრება
სავარაუდოდ, პრიმერა დივიზიონის დარჩენილ 2 ტურში, კარლო ანჩელოტი სათადარიგო სკამიდან ვეღარ უხელმძღვანელებს შეგირდებს.
„რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩის შემდგომ რაპორტში, მთავარი მსაჯი კლოს გომესი აღნიშნავს, რომ ანჩელოტიმ უნდობლობა და უპატივცემულობა გამოიჩინა მის მიმართ.უფრო დეტალურად, უკმაყოფილი იტალიელმა დამრიგებელმა, არბიტრის მისამართით ირონიული აპლოდისმენტები არ დაიშურა.
ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, მწვრთნელის ამგვარი ქმედება, 2-დან 3 თამაშის გამოტოვებით ისჯება.
სადისცილინო კომიტეტი რამდენიმე დღეში განიხილავს აღნიშნულ ინციდენტს.
As
- 10 მაი 2015
- 7 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.