275 მილიონი ბეილის, კავანის, გიუონდოგანის და ჰუმელსის შესაძენად
მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 275 მილიონი ევრო გამოყო...
Daily Express-ის ინფორმაციით ლუის ვან გაალის მიზანი გარეთ ბეილის, ილკაი გიუნდოგანის, ედინსონ კავანისა და მატ ჰუმელსის დამატება იქნება.
„წითლები“ მართლაც არ ხუმრობენ და სერიოზული ინვესტიციის განხორციელება აქვთ დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გაოყოფილი 275 მილიონიდან 120-130 მილიონი სამეფო კლუბის ლიდერისთვის, გარეთ ბეილისთვის არის განკუთვნილი.
ფლორენტინო პერესი უელსელი ფეხბურთელის უფერული თამაშის ფონზე ნამდვილად დაფიქრდება ასეთ სარფიან შემოთავაზებაზე.
მანჩესტერელები ფიქრობენ, რომ ბეილის ჩავარდნა ესპანეთში გადასვლამ გამოიწვია და ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ბრიტანულ ფეხბურთს.
- 9 მაი 2015
- 4 832
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.