ხამესი - „ბლანკოსის“ დღევანდელი ლიდერი
ხამეს როდრიგესი სადებიუტო სენონშივე საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა.
„დიდი მატჩები“ - თანამედროვე ფეხბურთში ეს არის შესაძლებლობა იმის დამტკიცებისა, თუ რა შეგიძლია რეალურად. ეს არის ის მომენტი, რომლის დროსაც შეგვიძლია გამოვყოთ კარგი ფეხბურთელი ელიტარულისაგან. ხამესმა თავის პირველ სეზონში უკვა დაამტკიცა, რომ ის ელიტასა და უმაღლეს კლასს მიეუკთვნება. როდრიგესმა „იუვენტუსთან“ განვლილ პაექრობაში ზემოთ ხესენებული ყველა კომპონენტი გამოავლინა და ამასთანავე შეასრულა ის მისია, რაც ლიდერის თვისებებსაც უკავშირდება.
ტრავმის შემდეგ, კოლუმბიელი „რეალის“ თითეულ შეხვედრაში საკვანძო და გადამწყვეტ როლს ასრულებს. ის საუკეთესო იყო ჩ/ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირებაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი საპასუხო შეხვედრაში. აგრეთვე, მისი შეტევით ვითარდებოდა „სევილიასთან“ შერკინებაც. რაც შეეხება, „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ მატჩს, ყველაზე მეტად გამოსაყოფია „ათიანის“ ასისტი და მისი თავური დარტყმა.
ტურინელებთან მარცხის შემდეგ, როდრიგესმა ჟურნალისტებს მიცემულ ინტერვიუში თამამად განაცხადა: „ჩვენ შევძლებთ და საკუთარ მოედანზე გავანადგურებთ იტალიელებს. ვიმედონებ, „სანტიაგო ბერნაბეუ“ მთელი მატჩის განმავლობაში გვერდით დაგვიდგება."
იტალიელებთან მარცხი, ხამესისთვის ტრავმის დაბრუნების შემდეგ პირველი გამოდგა. დაბრუნების შემდეგ, „თეთრებთან“ ერთად მან 7 მატჩი მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კოლუმბიელი ყველა ტურნირნზე 16 გოლსა და 14 საგოლე გადაცემას მოითვლის.
Marca
- 8 მაი 2015
- 3 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.