"ქამ ბექის" ხუთი მიზეზი

ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მოახერხოს მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე რეზულტატის შემობრუნება.

1. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. სამეფო კლუბისთვის ეს ტრიბუნები, ეს გულშემატკივრები სამოთხესავით არის. არაფერია "რეალისთვის" იმაზე უკეთესი, ვიდრე 80'000 მადრიდისტას თანადგომა.

2. ტურინელთა წინააღმდეგ კარიმ ბენზემა დაბრუნდება. BBC კვლავ აღდგება და "თეთრების" შეტევები კვლავ უფრო სანახაობრივი და ეფექტური იქნება. ფრანგი ფორვარდის დაბრუნების შემდეგ, თადარიგში კვლავ ჩიჩარიტო გადაინაცვლებს.

3. პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ აქამდე ჯერ არასდროს გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალი". ეს არასასიამოვნო ტენდენცია კი "ბლანკოსმა" აუცილებლად უნდა დაარღვიოს.

4. კრიშტიანოს მიერ გატანილი გოლი "იუვენტუსის" სტადიონზე დიდი პლიუსია. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდისტები ბერნაბეუზე კვლავ გაიტანენ ერთ გოლის მათთვის შანსები უფრო გაიზრდება.

5. სამეფო კლუბს აგრეთვე შანსი აქვს ზედიზედ მეორედ მოიგოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშება და ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსიროს. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ორჯერ არცერთ გუნდს არ მოუგია ჩემპიონთა ლიგის თასი.

Bernabeudigital.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)