ზალაიეტა:„მადრიდის „რეალისთვის“ ტურინში ვიზიტი არასდროს იყო სასიამოვნო“

მარსელო ზალაიეტა, რომელიც წლების მანძილზე უტევდა „იუვენტუსის“ მაისურით აცხადებს, რომ ალეგრის გუნდი უდავო ფავორიტია...

„ვფიქრობ, ტურინელებს ფინალში გასვლის შანსი აქვთ. მადრიდის „რეალისთვის“ იტალიაში ვიზიტი არასდროს ყოფილა სახარბიელო, რადგან მეტწილად სწორედ „იუვე“ აღწევდა წარმატებას.“

„ცნობილი სკანდალის შემდეგ ტურინული კლუბია სერია „ბ“-ში დაქვეითდა, ახლა კი რას ვხედავთ? ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია და ბერლინში გამგზავრების შანსი აქვს. ეს ყველაფერი სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი გახლავთ.“

„ზოგიერთი თვლის, რომ შემადგენლობის მხრივ ანჩელოტის დიდი უპირატესობა აქვთ. რთულია რამე თქვა გუნდზე, რომელშიც ირიცხებიან კრიშტიანო რონალდუ, გარეთ ბეილი, სერხიო რამოსი და სხვები, მაგრამ გადავხედოთ „იუვენტუსის“ შემადგენლობას, სადაც ვიხილავთ იდეალურ ნახევარდაცვას პოლ პოგბას, არტურო ვიდალის, ანდრეა პირლოსა და მარკიზიოს შემადგენლობით. ჩემი აზრით „შავ-თეთრებს“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავთ, რომელიც „ბლანკოსზე“ მაღალი დონისაა.“

„სანტიაგო „ბერნაბეუზე“ თამაში ყველას უჭირს, გამონაკლისი არც „იუვენტუსი“ იქნება, მაგრამ მე შანსებს 60%-40%-ზე ვაფასებ.“

  • Hala
  • 7 მაი 2015
  • 2 543
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)