„რეალი“ მორატას დაბრუნებაზე ფიქრობს
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ალვარო მორატას დაბრუნებით არის დაინტერესებული...
სამეფო კლუბს საკუთარი ფეხბურთელის გამოსყიდვა 30 მილიონი ევრო დაუჯდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელის იჯარის სანაცვლოდ იტალიური კლუბისგან 20 მილიონი აქვს მიღებული.
დედაქალაქში ფიქრობენ, რომ ჩიჩარიტო ერნანდესში 20 მილიონის გადახდა, საკუთარი აღზრდილის დაბრუნება ჯობია.
საქმეს კი ის ართულებს, რომ თავად ფეხბურთელი იტალიაში ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და გარემოს გამოცვლაზე არ ფიქრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მორატას აგენტს პირადად შეხვდება და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს, რომელიც 6 წლიან კონტრაქტსა და უკეთეს სახელფასო განაკვეთში გამოიხატება.
- 7 მაი 2015
- 2 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.