კროოსი:„ფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ ვისურვებდი“
ტონი კროოსის განცხადებით, ტურინში წაგება უიღბლობის ბრალია, მაგრამ სამეფო კლუბი ბერლინში გამგზავრების შანსს ინარჩუნებს...
„ალეგრის გუნდთან საკუთარი შესაძლებლობები სრულად არ წარმოგვიჩენია, მაგრამ მომენტები ნამდვილად შევქმენით. ვფიქრობ, მასპინძლებზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა.“
„რწმენას არ ვკარგავთ. საშინაო არენაზე 1-0 მოგების შემთხვევაშიც კი ფინალში გავალთ, ამიტომ თავდაჯერებულები ვიქნებით.“
„კატალონიის „ბარსელონა“ თუ „ბაიერნი“? ალბათ უფრო გერმანული კლუბი, მაგრამ ლუის ენრიკეს შეგირდებმა ბერლინისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, „ელ კლასიკო“ საინტერესო იქნებოდა.“
- 7 მაი 2015
- 4 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.