პარეხო: "მადრიდელთათვის მძიმე კვირა იქნება"
მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა "ვალენსიას" კაპიტანია, დანი პარეხომ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
"ცემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობ რა თქმა უნდა, ყველა გუნდისთვის სასიხარულოა, თუმცა ეს ყველაფერი დიდი ენერგიის შეწირვას მოითხოვს. რაც შეეხება ლა ლიგას, აქ ყოველ კვირა გიწევს მატჩების ჩატარება და სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსთან" დიდი ენერგია დახარჯა, რაც ჩვენთან დაპირისპირების დროს თავს აუცილებლად გამოიჩენს."
"მიუხედავად იმისა, რომ "თეთრებისთვის" მძიმე კვირა იქნება, ჩვენ მაინც არ მოვდუნდებით. "ვალენსიაში" ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ გამარჯვება გვესაჭიროეობა და უკან დასახევი გზაც არ გვაქვს."
Bernabeudigital.com
- 6 მაი 2015
- 3 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.