პირველი ვარჯიში „ვალენსიასთან“ მატჩამდე
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, მადრიდელები კვლავ პრიმერა დივიზიონზე გადაერთვნენ.
დღევანდელ შეკრებაზე, კროოსისა და ისკოს გარდა, „იუვენტუსთან“ სასტარტოში მოასპარეზე ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, ხოლო არბელოამ, ხესემ, კეონტრაუმ, ჩიჩარიტომ, ილიარამ, ლუკას სილვამ, ბენზემამ, პაჩეკომ და ნავასმა სრული დატვირთვით იმუშავეს.პირველი შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს ოდეგარმა, ბურგიმ და დიეგო ლორენტემ.
„რეალისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება, შაბათს, 22 საათზე დაიწყება.
AS
- 6 მაი 2015
- 2 573
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.