რაულ ალბიოლის ინტერვიუ

მადრიდის რეალის ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა, რაულ ალბიოლმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა სადაც ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა თემებზე...

მადრიდის "რეალი" ჯერჯერობით ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მეთანხმებით?

დიახ, გეთანხმებით, ჩვენ კიდევ არ გვიჩვენებია ის ძალა, რასაც წარმოვადგენთ, ცოტა დრო კიდევ გვჭირდება.

გუნდი დეკემბრის თვეში იდეალურად ასპარეზობდა და ფორმაში იყო, თუმცა იანვრის პირველივე მატჩი ფრედ დასრულდა, თანაც არც ისე რთულ მეტოქესთან...

დეკემბერში ჩვენ მართლაც ძალიან კარგად ვთამაშობდით და თამაშს თამაშზე ვიგებდით, არ გეგონოთ, რომ ჩემი გუნდი ფორმიდან არის ამოვარდნილი, პატარა ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და ეს შეიძლება ნებისმიერ მატჩში დავინახოთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ეს ოსასუნა იყო, რომელიც მუდამ ძალიან ძლიერია საკუთარ მოედანზე და მათთან მოგება მართლაც რთულია, პამპლონელები საკუთარ არენაზე განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობენ.

ანუ გინდათ გვითხრათ, რომ რეალი კვლავ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორსაც დეკემბერში გვთავაზობდა?

რა თქმა უნდა. ჩვენ ისეთ თამაშს ისევ ვაჩვენებთ და უკეთესსაც მალე იხილავთ, სამეფო გუნდის გულშემატკივრებს ხიბლავთ ლამაზი და ტეხნიკური ფეხბურთი, ჩვენი ვალია მათ მივანიჭოთ სიამოვნება.

როგორ ფიქრობთ ოსასუნასთან მატჩში რონალდოზე უნდა დანიშნულიყო თერთმეტმეტრიანი?

მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ძალიან დამწუხრებულები ვიყავით და ყველას გვაინტერესებდა იყო თუ არა პენალი, ჩვენ რამდენჯერმე ვიხილეთ ვიდეო ჩანაწერი და ყველამ ერთხმად ვთქვით, რომ თავისუფლად შეიძლებოდა თამაშის წესების დარღვევის აღნიშვნა, თუმცა მსაჯმა არ მიიღო ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ცენტრალური მცველის ძიებაშია. როგორ ფიქრობთ საჭიროებთ კვალიფიციური მცველის დამატებას?

ეს ჩემი საქმე არ არის, მე მოთამაშე ვარ და არა მწვრთნელი ან პრეზიდენტი, მე არ მევალება მსგავსი საქმეების გადაწყვეტა, პეპეს ტრავმამ ყველას თავზარი დაგვცა, იგი ექსტრა კლასის მცველია და მისი არ ყოფნა ,,ბლანკოსს" დაემჩნევა, თუმცა ჩვენ გვყავს ეზიკელ გარაი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და ამტკიცებს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.

რას იტყვით ბარსელონაზე?

კატალონიელები კარგ ფორმაში არიან და ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს, "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ჩვენ გაგვიკეთეს "საჩუქარი" ვილიარეალთან ქულების დაკარგვით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება პამპლონელებთან და დაწევა კატალონიელებზე. გვარდიოლას გუნდის ყველა რგოლი იდეალურადაა დაბალანსებული, მათ ჰყავთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მათზე წინააღმდეგობის გაწევა და ჩემპიონობა.

როგორი ურთიერთობა გაქვთ მთავარ მწვრთნელთან?

პელეგრინი მაღალი დონის სპეციალისტია, რომელსაც მშვენივრად ესმის ფეხბურთის თითოეული დეტალი. მანუელი უკლებლივ ყველა ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მას შეუძლია ჩაგისახოს ბრძოლის ჟინი.

როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს მეტი სათამაშო დრო რაულს?

არც ეს არის ჩემი საქმე. ვინ ითამაშებს ძირითადში და ვინ შემოვა მოედანზე მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ჩვენ კი მანუელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, რადგან მან ჩვენზე უკეთ იცის ვინ არის საუკეთესო.

რა აზრის ხართ რაულზე?

ის არის გუნდის ლეგენდა და სიმბოლო. გონსალესმა ,,ბლანკოსში" წარუშლელი კვალი დატოვა, იგი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.

მადრიდში უკვე თითქმის ნახევარი წელია რაც გადმოხვედით. როგორ შეაფასებდით აქ გატარებულ დროს?

მადრიდში გადმოსვლა ჩემთვის არ იყო იოლი. ვალენსიაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, შესანიშნავად ვიცნობდი ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს. თუმცა ვხვდებოდი, რომ ჩემ ცხოვრებაში უნდა დაწყებულიყო ახალი ეტაპი, შემოთავაზება რეალიდან იყო დიდი გამოწვევა, რომელზეც უარის თქმა კარიერის დაღმასვლას ნიშნავდა. ვერ დაგიმალავთ, თავიდან მართლაც გამიჭირდა გუნდსა და ქალაქზე შეგუება , მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ყველაფერი მოწესრიგდა, დედაქალაქში თავს კარგად ვგრძნობ და გუნდში ადაპტაციაც დავასრულე, ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც მახარებს.

  • Hala
  • 5 იანვარი 2010
  • 1 384
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)