ანჩელოტი:„ყველაფერს სერხიო რამოსს ნუ მივაწერთ“
კარლო ანჩელოტიმ მარცხის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...
„ვფიქრობ, უკეთესად თამაში შეგვეძლო. ტაბლოზე 2-1 დაფიქსირდა, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა პირიქით ყოფილიყო და მეტოქის კარში 2 გოლის გატანა ჩვენ მოგვეხერხებინა. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ და რწმენას შევინარჩუნებთ, აუცილებელია ყურადღება და თანმიმდევრული თამაში, სხვაგვარად გავარდნის საშიშროება იქნება.“
„ყველაფერს სერხიო რამოსს ნუ მივაწერთ, სიზუსტის მხრივ მთელი გუნდი მოიკოჭლებდა. ამასთანავე გვაკლდა ტემპი.“
„იმ შემთხვევაში, თუ „ბერნაბეუზე“ საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, ფინალში გასვლის აშკარა შანსი არსებობს, სხვაგვარად პრობლემები შეიქმნება.“
„მთლიანობაში გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა, სწორედ ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“
„იუვენტუსი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ეს არის კარგად დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. ჩავარდნის შემდეგ, „ბებერი ქალბატონი“ უმაღლეს დონეს უბრუნდება.“
„პირლო გენიალური ფეხბურთელია. ასაკის მიუხედავად იტალიელი მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„მომდევნო თამაშში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს დღევანდელი პაექრობის პირველ ტაიმში იყო.“
„ტურინელები სივრცეებს მაქსიმალურად კეტავდნენ და შეტევის საშუალებას არ გვაძლევდნენ.“
„შარშან ტურინელებთან კარგად ვითამაშეთ. ერთ შეხვედრაში ფრე დავაფიქსირეთ, მეორეში კი გავიმარჯვეთ, თუმცა მაშინ ჯგუფური ეტაპი იყო, ახლა კი 1/2 ფინალში ვართ და პასუხისმგებლობა კოლოსალურად გაზრდილია.“
„გულშემატკივრების იმედი მაქვს. ეჭვი არ მეპარება მთელი სტადიონი გაივსება და ქომაგები მხურვალედ დაგვიჭერენ მხარს.“
„ბეილი გადაიღალა და სწორედ ამიტომ შევცვალე. უელსელ ფეხბურთელს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს მოედანზე 90 წუთის დაყოფას. რისკი არ მჭირდება მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე გუნდის ლიდერს ეხება.“
„მადრიდში მოგება გვჭირდება. დღევანდელი შედეგი კარგი არ არის, მაგრამ არც კატასტროფულადაა საქმე, ვინაიდან გოლის გატანა შევძელით და მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაშიც შევძლებთ ბერლინის საგზურის მოპოვებას.“
- 6 მაი 2015
- 6 285
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.