მორატა:„გადაწყვეტილი არაფერია“
ალვარო მორატა, რომელმაც მადრიდელთა დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა კომენტარს აკეთებს...
„მოხარული ვარ გამარჯვებით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. სანტიაგო ბერნაბეუზე დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.“
„მთელი კვირის მანძილზე ურთულესი სამუშაოების შესრულება მოგვიწევს. შესანიშნავად ვიცი, თუ როგორი ატმოსფერო დაგვხვდება მადრიდის საშინაო არენაზე.“
„ყოფილი თანაგუნდელები ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მოედანე ყველაფერი იცვლება.“
„ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ, რადგან ტურინში ბედნიერი ვარ, უკვე მოვიგე იტალიის ჩემპიონატი, ახლა კი ფინალში გასვლის რეალური შანსი მაქვს.“
„შანსები კვლავაც თანაბარია. ჩვენ ანგარიშის მხრივ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ წინ „ბერნაბეუა“, სადაც დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს.“
- 6 მაი 2015
- 5 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.