ენრიკე მარკესი: "რამოსმა ნახევარმცველად უნდა ითამაშოს"
ენრიკე მარკესმა სერხიო რამოსის პოზიციასა და რეალი-იუვენტუსის მატჩზე ისაუბრა.
"რამოსი უნიკალური ფეხბურთელია, მას თანაბრად კარგად შეუძლია ითმაშოს როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე ან სულაც ნახევარდაცვაში. მისი ასპარეზობა ხელ-ფეხს უხსნის ისკოს, ხამესს და განსაკუთრებით კროოსს, ისინი უფრო თავისუფლად მოქმედებენ შეტევაში, რადგან მშვიდად არიან, მათ ხომ ზურგს სერხიო უმაგრებს. ატლეტიკოსთან ვიცე-კაპიტანმა ბრწყინვალედ გაართვა ამ პოზიციას თავი და არ არის გამორიცხული მოდრიჩის არ ყოფნაში იუვესთანაც იგივე პოზიციაზე ითამაშოს."
"რაც შეეხება იუვენტუსს, ეს გუნდი კარგად არის აღჭურვილი, მათ ყველა პოზიციაზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და მათი კონტრ-შეტევები მომაკვდინებელია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ტურინში, მაგრამ თუ რამოსი ნახევარმცველად ითამაშებს, დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი დიდ უპირატესობას მოიპოვებს, რადგან პეპეს და ვარანს შეუძლიათ შესანიშნავად მოიგერიონ მეტოქეთა შეტევები.
- 5 მაი 2015
- 1 890
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.