„რეალი“ გოლს არ უშვებს გასვლით მატჩებში
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდელი ფეხბურთელები დამაჯერებლად ასპარეზობენ გასვლით მატჩებში.
„რეალის“ მცველებისა და მეკარეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკვე 444 წუთია, გუნდს გოლი არ გაუშვია გასვლით შეხვედრებში.პირველად და უკანასკნელად (ამ სეზონში), „რეალის“ კარის ბადე 1-ელ ოქტომბერს, „ლუდოგორეცის“ საშინაო არენაზე შეირხა.მას შემდეგ, „ლივერპულს,“ „ბაზელს,“ „შალკესა“ და „ლივერპულს“ შეეძლოთ ანალოგიურის გაკეთება, თუმცა უშედეგოდ.აღნიშნულიდან 2 დაპირისპირებაში, კეილორ ნავასი ზრუნავდა კარის უსაფრთხოებაზე.
სამეფო კლუბის ფეხბურთელებს მორიგი გამოცდის ჩაბარება, დღეს, ტურინში მოუწევთ.ანჩელოტის განცხადებით, გუნდი მაქსიმალურად შეეცდება მეტოქის შეტევითი პოტენციალის განეიტრალებას.
MARCA
- 5 მაი 2015
- 2 366
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.