ტევესი: "ნაკლები შეცდომა გამარჯვების გარანტიაა"
კარლო ტევესმა მოახლოვებულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ისაუბრა.
"კრიშტიანო რონალდო ჩემი მეგობარია. ჯერ მასთან მოახლოვებულ მატჩზე არ მისაუბრია. დახურულ კარს მიღმა აუცილებლად შევხვდები და თბილად მოვიკითხავ. ჩვენ ერთად არაერთი გამარჯვება გვიზეიმია, თუმცა როდესაც მინდორზე გამოვალთ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიქნებით."
"ალვარო მორატა უკანასკნელ ოთხ-ხუთ თვეში საგრძნობლად დაიხვეწა. მისი თამაშის სტილი დიდებულია. ალვაროს ჩვენი დახმარება შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელთა სათამაშო სქემასაც იცნობს, რადგან სწორედ "რეალის" აღზრდილია."
"მატჩი დაძაბული იქნება. სამეფო კლუბი ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ მათ არაფერს დავუთმობთ. ჩემი აზრით, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელიც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს."
Bernabeudigital.com
- 4 მაი 2015
- 4 116
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.