"რეალი" და "იუნაიტედი" 40 მილიონზე შეთანხმდნენ

დავიდ დე ხეას ტრანსფერი დასასრულისკენ მიდის.

ყოველდღიურად პრესაში იბეჭდება ახალი ინფორმაცია ესპანელი კიპერის ტრანსფერთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერ "იუნაიტედი" მზად იყო 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაეყიდა დე ხეა, დღეს კი წყარო კვლავ იუწყება ახალ ცნობას.

გამოცემა Marca-ს მიხედვით, მადრიდელებმა და იუნაიტედელებმა 40 მილიონ ევროზე მოილაპარაკეს. გარიგება უკვე დასასრულს უახლოვდება და დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებისთანავე ახალგაზრდა ესპანელ მეკარეს სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ დე ხეას მანჩესტერ "იუნაიტედთან" 2016 წლის 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივებაზეც ფეხბურთელმა უარი განაცხადა.

Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)