ნიკო კრანჩარი:"რომ არა ტრავმები, მოდრიჩი ოქროს ბურთისთვის იბრძოლებდა"
ნიკო კრანჩარის განცხადებით, ლუკა მოდრიჩი საუკეთესო სეზონს ატარებდა, თუმცა ტრავმებმა ყველაფერში შეუშალა ხელი...
"თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ლუკასთვის მიმდინარე სეზონი საუკეთესო იყო, მაგრამ ტრავმებმა ყველაფერში ხელი შეუშალა. ვფიქრობ, ლიონელ მესისთან, კრიშტიანო რონალდუსთან, ლუის სუარესთან, ზლატან ობრაჰიმოვიჩთან და სხვებთან ერთად ლუკა ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იქნებოდა."
"მოდრიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია. რა ევალება ნახევარმცველს? მოედნის შესანიშნავი ხედვა, პასების გადანაწილება, შუა რგოლის გაკონტროლება და თავდამსხმელების პროდუქტიულად ათამაშება. ჩემი თანამემამულე ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს."
"გარეთ ბეილი უშუალო კავშირშია ლუკას კარგ კონდიციასთან, რადგან ხორვატიულ-უელსური დუეტი ჯერ კიდევ "ტოტენჰემიდან" ახსოვს ხალხს."
- 2 მაი 2015
- 2 476
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.