პასტორე ანჩელოტიზე და "რეალზე" საუბრობს
"პსჟ"-ს ფეხბურთელმა, ხავიერ პასტორემ კარლო ანჩელოტიზე და მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.
"გაოცებული ნამდვილად არ ვარ მადრიდელთა შედეგებით, რადგან მათი მწვრთნელი ანჩელოტია. მასთან ერთად მუშაობა მომიწია და შესანიშნავად ვიცი მისი შესაძლებლობები. კარლო ჩემს მიმართ ძალიან კარგად იყო განწყობილი, იტალიელი მუდამ ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა თავის ფეხბურთელებთან, რამაც საბოლოოდ დიდი როლი ითამაშა ჩემი კარიერის პროგრესში. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ლორან ბლანმა და კარლო ანჩელოტიმ ძალიან ბევრი რამ მასწავლეს და მათი მადლობელი ვიქნები მუდამ."
"ნასერ ალ-ხალიფთან, მეც და ჩემს აგენტსაც დიდებული ურთიერთობა გვაქვს. ეს კლუბი ძალიან შემიყვარდა და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვგეგმავ და სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას პარიზში."
Bernabeudigital.com
- 1 მაი 2015
- 3 121
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.