ენრიკე: "მადრიდის "რეალზე" არ ვფიქრობ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ყველა დარჩენილი მატჩის მოგებაა პრიმერა დივიზიონში.
"მართალია ჩვენი ოპონენტის თითოეულ მატჩს ვადევნებ თვალ-ყურს, თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ბიჭებმა ყველა დარჩენილ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვოს. ამ შემთხვევაში "ბარსელონას" "რეალის" წარუმატებლობაზე ფიქრი არ მოუწევს."
"ჩემპიონთა ლიგაზეც საკმაოდ დაძაბული ვითარება გვაქვს. "ბაიერნი" ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი საქმე არ იქნება. ორივე გათამაშებაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ."
"ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს ფანები გვერდით დაგვიდგებიან და სეზონის მიწურულს ერთად ვიზეიმებთ ბრწყინვალე გამარჯვებებს."
Bernabeudigital.com
- 1 მაი 2015
- 2 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.