ანჩელოტი: „არ ვიცი, როგორ შეიძლება დაუსტვინო რონალდუს“

პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

„რამოსი ერთ-ერთი ვარიანტია ნახევარდაცვაში, თუმცა არა ერთადერთი.მან ნაყოფიერად იასაპრეზა აღნიშნულ პოზიციაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ფეხბურთელები, მაგალითად, ისკო, რომელიც ასევე წარმატებით ირჯება მოედნის ცენტრში.“

„ზოგადად, თითოეული მცველი სხვადასხვა თვისებებით გამოირჩევა.რაც შეეხება სერხიოს, მასში გარკვეული დოზით ყველა საუკეთესო კომპონენტია თავმოყრილი.შესაძლოა, ის ყველაზე სრულყოფილი მცველია, ვიც კი მინახავს.“

„დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, როგორც წაგებული, ასევე მოგებული მატჩებიდან.“

„„სევილია“ საკმაოდ ძლიერია საკუთად კედლებში და შესაბამისად, რთული შერკინების მოლოდინში ვართ.3 ქულის მოსაპოვებლად აუცილებელია საუკეთესო თამაში.“

„კრიშტიანუ ხასიათის წყალობით აღწევს წარმატებას.ის არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული და ყოველთვის მაღალი მიზნებისაკენ მიისწრაფვის.“

„არ ვიცი, როგორ შეიძლება დაუსტვინო კრიშტიანუ რონალდუს.“

„თუ ბეილი და ბენზემა 100 პროცენტით არ იქნებიან მზად, მათ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.“

„უელსელმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში და სავარაუდოდ, „სევილიას“ წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.“

„ვფიქრობ, ინტენსიური ფეხბურთის მომსწრე გახდებიან გულშემატკივრები.გამარჯვებისათვის დიდი ძალების გაღება მოგვიწევს.“

„რამდენიმე დღის წინ საკადრო პრობლემების წინაშე დავდექით, თუმცა შემადგენლობამ სათანადო რეაგირება მოახდინა.ჩვენ უმტკივნეულოდ შევცვალეთ ტრავმირებული მოთამაშეები.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)