ჩერიშევს „ლივერპულმა“ დაადგა თვალი
შემტევმა ნახევარმცველმა ჩერიშევმა, რომელიც „ვილიარეალშია“ განათხოვრებული, „ლივერპულის“ ყურადღება მიიპყრო.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ „რეალის“ სამწვრთნელი შტაბმა ფეხბურთელის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ფლორენტინო პერესი მხოლოდ 25-30 მილიონი ევროს შემთხვევაში შეელევა მას.
თავის მხვრივ, 24 წლის რუსი ფეხბურთელის გაშვება არ სურს „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ და ეს ლოგიკურიცაა, რამეთუ დენისი იდეალურად მოერგო გუნდს და სეზონის განმავლობაში არა ერთი შესანიშნავი მომენტითაც დაგვამახსოვრა თავი.
სავარაუდოდ, პრიმერა დივიზიონის დასრულების შემდეგ გაირკვევა ჩერიშევის ბედი.
Sports.Ru
- 1 მაი 2015
- 1 528
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.