„რეალმა“ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა
მექსიკელი თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე გაურკვევლობაში იქნება.
როგორც ადრე გაუწყეთ, შეთანხმების თანახმად, სამეფო კლუბს 30 აპრილამდე უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩიჩარიტოს ტრანსფერის გამოსყიდვის შესახებ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებმა ვადის გახანგრძლივების შესახებ მიმართეს „მანჩესტერ იუნაიტედს.“დიდი ალბათობით, ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ერნანდესის მომავალი.
ჩიჩარიტოს ტრანსფერის გამოსყიდვა, დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება პერესს.
AS
- 1 მაი 2015
- 2 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.