კაკა დაგვიბრუნდა
რიკარდო კაკამ დაასრულა 2009 წლის ფიზიოტერაპიული კურსები და აბსოლიტურად გამოჯანმრთელდა. როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ვარსკვლავი 29 ნოემბრის შემდეგ გადიოდა გამოსაჯანმრთელებელ ვარჯიშებს. მანუელ პელეგრინიმ რიკი შეიყვანა "მალიორკასთან" გასამართი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში. კაკა ძალიან გახარებულია და ჟურნალისტებს უბედნიერესი სახით ესაუბრება მომავალ ოპტიმისტურ გეგმებზე.–"ჩვენთვის დამდეგი 2010 წელი ბედნიერი იქნება. წყალზე უნდა ვისეირნოთ. გულშემატკივარს სიამოვნება არ უნდა მოვაკლოთ."
რიკიმ ისაუბრა პეპეს ტრავმაზეც, რომელიც მან "ვალენსიაში" გამართულ უმძიმეს მატჩში მიიღო.–"ძალიან დაგვაკლდება პეპე. მე მისი მადლიერი ვარ, იგი ყოველთვის გვერდში მედგა, როდესაც დავშავდი და ერთი თვის განმავლობაში აღარ შემეძლო თამაში. ახლა კი მას ჭირდება თანადგომა. "მესტალიაზე" უმძიმესი და დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ [2:3]. 2010 წლის პირველივე დღე დატვირთული ვარჯიშით დავიწყე. შემეძლო "პამპლონაშიც" მეთამაშა, მაგრამ არ გავრისკე, რადგან ბოლომდე გამოჯანმრთელება მსურდა. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, იმედი მაქვს სეზონს მხიარულ ნოტაზე ჩავამთავრებთ."
"მე გამოვდივარ მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო კლუბში და უბედნიერესი ადამიანი ვარ. ასეთი სიხარულისთვის უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ. როგორც ბევრ ფეხბურთელს, მეც მაქვს ფეხბურთის გარდა სხვა ჰობი–მაგალითად კალათბურთი. გულშემატკივრული სიმპათიები გამაჩნია "ლეიკერსის" მიმართ, ჩემი საყვარელი კალათბურთელი კობი ბრაიანტია. ძალიან მიყვარს ჩოგბურთიც, ამ სპორტში ვგულშემატკივრობ ენდი მიურეის. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ძალიან მომწონს რაიან ბაბელის თამაში "ლივერპულში", ხოლო ესპანელი ფეხბურთელებიდან უპირატესობას ანდრეს ინიესტას ვანიჭებ."
"გულშემატკივარი ყოველ დღე მაგრძნობინებს, რომ ჩემს გვერდითაა და მათი იმედი მუდამ უნდა მქონდეს. მე მათი მადლიერი ვარ და ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ გულშემატკივრის გულების გახარებლად..."
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
ავტორი: Kevlisha
- 5 იანვარი 2010
- 2 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.