კასილიასი:"მწვრთელი რომ ვიყო არც დავფიქრდებოდი, ისე ავირჩევდი ჩემპიონთა ლიგას"
იკერ კასილიასმა გამომცემლობა "ას"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
"ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. მწვრთნელი რომ ვიყო არც დავფიქრდებოდი, ისე ავირჩევდი სწორედ ამ ტურნირს. ისტორია უნდა შევცვალოთ, ჩვენ 1/2 ფინალში ვართ და შეგვიძლია ლიგის მოგება. ლა ლიგა რამდენიმე წელიწადია არ მოგვიგია. სიმართლე გითხრათ, დროა წარმატებას მივაღწიოთ, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სულ სხვა განზომილებაა."
"იუვენტუსთან შეხვედრაზე უკვე ვფიქრობთ, რადგან ვიცით, რომ "ბებერი ქალბატონი" მარტივად არაფერს დათმობს, თუმცა მანამდე უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გველის ანდალუსიაში, სადაც ადგილობრივ "სევილიას" დავუპირისპირდებით. ევროპის სუპერთასის შეხვედრა ყველას კარგად ახსოვს, იმედი მაქვს კვლავაც მივაღწევთ წარმატებას. მაყურებელს საინტერესო პაექრობები და დიდი სიამოვნება ელის."
"პირლო და ბუფონი "იუვენტუსში" ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები არიან. მათ წინაარმდეგ არერთი შეხვედრა გამიმართავს, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ასე რომ ბევრი მოგონება მაკავშირებს."
"ლა ლიგაში შანსები მცირდება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. "სევილიასთან" მოგება გვმართებს, შემდეგ კი "ბარსელონას" შედეგს გადავხედავთ."
"პირველი სიხარული 2000 წელს განვიცადე, როდესაც ევროსარბიელზე მივაღწიე წარმატებას და მივხვდი თუ რას ნიშნავდა თასის აღმართვა. ასევე არასდროს დამავიწყდება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ეს სულ სხვა გაზომილებაა."
"მოტივაცია ყოველთვის არსებობს, თუმცა როდესაც ახალგაზრდა ხარ ყველა ტიტულის მოგება გსურს, რათა განიცადო თუ რა არის ჩემპიონობა. ბედნიერი ვარ, რომ განვიცადე ის სიხარული, რასაც ჩემპიონთა თასის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება ჰქვია."
"ასენხო? ის დიდი პროფესიონალია. ზოგადად ყოველთვის მაშინ ვძლიერდები, როდესაც ვეცემით და ფეხზე წამოდგომას ვსწავლობთ."
- 30 აპრილი 2015
- 8 415
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.