The Telegraph:"სამეფო კლუბი თავს იზღვევს"
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თავს იზღვევს და დავიდ დე ხეას შემცვლელზეც ფიქრობს...
იკერ კასილიასის წასვლაზე ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ თავად კაპიტანი სიმშვიდით ელოდება მოვლენების განვითარებას და ამბობს, რომ წასვლა მის მიზანს არ წარმოადგენს.
დავიდ დე ხეას გამადრიდელება ზოგმა გამოცემამ უკვე გვამცნო, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ფლორენტინო პერესი კი ალტერნატივასაც განიხილავს, პრეზიდენტი უგო ლორისით თამაშით არის მოხიბლული და დე ხეას ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ ფრანგმა კიპერმა მოირგოს "ბლანკოსის" მაისური.
- 30 აპრილი 2015
- 3 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.