უეფას რეპორტიორები "იუვენტუსისა" და 'მადრიდის რეალის" დაპირისპირებაზე

UEFA.com-ის "იუვენტუსისა" და "მადრიდის რეალის" რეპორტიორები მიმოიხილავენ კლუბების ძლიერ, სუსტ მხარეებს, ასევე ასახელებენ

ძლიერი მხარეები

პაოლო მენიჩუჩი: "იუვენტუსს" გაშვებული აქვს მხოლოდ ხუთი გოლი, ხოლო ექვს შეხვედრაში საერთოდ გოლი არ გაუშვია. არ აქვს მნიშვნელობა ისინი იყენებენ თუ არა 3-5-2 წყობას, "ბიანკონერების" დამარცხება საკმაოდ რთულია. მათ ჰყავთ ბრწყინვალე მცველები ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის სახით, რომლებიც "იუვეში" და იტალიაში ერთად დიდი ხანია, რაც თამაშობენ. "ვფიქრობ, საუკეთესო დაცვა გვყავს"-განაცხადა ბონუჩიმ. "გვესმით და ვუგებთ ერთმანეთს იდეალურად".

ჯო უოლკერი: ძნელია ლუკა მოდრიჩის, ბეილისა და კარიმ ბენზემას კალიბრის ფეხბურთელების მოსაკლისება. მიუხედავად ამისა, "მადრიდის რეალმა" "მადრიდის ატლეტიკო" მათ გარეშე მშვიდად დაამარცხა და გავიდა ნახევარფინალში. ასევე აღსანიშნავია ხამეს როდრიგესის ბრწყინვალე დაბრუნება ტრავმის შემდეგ - რასაც უნდა დავუმატოთ რონალდუს მიზანსწრაფულობა-რის შემდეგაც "იუვენტუსს" ნამდვილად მოუწევს აღელვება და ბევრ რამეზე ზრუნვა.

სუსტი მარეები

პაოლო მენიჩუჩი: "ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოგბამ მადრიდში გასამართი შეხვედრისთვის შეძლოს დაბრუნება"-განაცხადა მასიმილანო ალეგრიმ. "მას აქვს კარგი შანსი ამისთვის"-დასძინა საუბრისას. მისი გუნდი პოგბას გარეშეც კარგად გამოიყურება, მაგრამ ალეგრის აკლია ის ფიზიკური ძალა და მოულოდნელობა მოედნიც ცენტრში-რომ არაფერი ვთქვათ მის ბრწყინვალე შორეულ დარტყმებზე.

ჯო უოლკერი: "რეალს" კვლავ დიდი პრობლემები აქვს სტანდარტული მდგომარეობისას. ასევე დაცვაში არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც გამოჩნდა "შალკესთან" 4:3 წაგებულ შეხვედრაში. მათ მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ ტურნირიდან გამოვარდნისთვის.

მიმდინარე ფორმა

პაოლო მენიჩუჩი: თუ "იუვენტუსის" მიერ "მონაკოს" წინააღმდეგ განმეორებითი შეხვედრა შორს იყო იდეალურისგან, ალეგრიმ თქვა რატომაც - კარლო ტევესი განსაკუთრებით ებრძოდა ვირუსს. ბიანკონერებმა 20 წლის მანძილზე პირველად დათმეს დერბი "ტორინოს" წინააღმდეგ , მიუხედავად ამისა, ზეიდზედ მეოთხე სკუდეტოსკენ არც ისე დიდი ნაბიჯია გადასადგამი. ისინი 14 ქულით არიან უახლოეს მდევრებთან შედარებით წინ, ხოლო სერია ა-ს დასრულებამდე დარჩენილია 6 თამაში.

ჯო უოლკერი: "თეთრებმა" 2014 წლამდე ყველა ტურნირზე ზედიზედ 22 მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და კლუბმა კრიზისი განვლო. მათ მიმდინარე წელს ოთხი მარცხი აქვთ ლა ლიგაში, რამაც "ბარსელონას" საშუალება მისცა ტიტულისთვის ბრძოლაში წინ გაჭრილიყო.

გამორჩეული ფეხბურთელი

პაოლო მენიჩუჩი: პირლომ "მონაკოსთან" დაბრუნებისას გადაწყვიტა ორმატჩიანი რაუნდის გამარჯვებულის ბედი. 35 წლის ფეხბურთელს ბრწყინვალედ აქვს დამუშავებული სტანდარტული დარტყმები, მან თავის გამოჩენა სტანდარტულიდან "ტორინოსთანაც" შეძლო. იკერ კასილასი ფრთხილად უნდა იყოს.

ჯო უოლკერი: პორტუგალიელი ვარსკვლავი წელსაც გამორჩეულია "თეთრების" შემადგენლობაში. წინა სეზონი მან სარეკორდო 17 გოლით დაასრულა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მეათე თასის მოგებაში. ის ამ დაპირისპირებაშიც გამორჩეული იქნება.

სავარაუდო შედეგი

პაოლო მენიჩუჩი: მოქმედი ჩემპიონები ფავორიტები არიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ "იუვენტუსმა" წინა შეხვედრისას რონალდუს გაჩერება ვერ მოახერხო. შვიდიანმა სამჯერ მოახერხა იტალიელების კარში გოლის გატანა. მიუხედავად ამისა, "იუვეს" შეუძლია პრობლემები შეუქმნას მადრიდის დაცვას ტევესისა და ალვარო მორატას დახმარებით.

ჯო უოლკერი: 2013/14 წლებში "რეალი" "ბებერ ქალბატონებს" ორჯერ დაუპირისპირდა და ეხლა შეუძლია დიდი ნაბიჯი გადადგას 11-ე ტიტულის მოპოვებისკენ.

შესაძლო შემადგენლობა

იუვენტუსი: Buffon; Barzagli, Bonucci, Chiellini; Lichsteiner, Marchisio, Pirlo, Vidal, Evra; Morata, Tévez.

მადრიდის რეალი: Casillas, Carvajal, Varane, Ramos, Marcelo; Kroos, Isco, Rodríguez; Benzema, Bale, Ronaldo.

წყარო: Ueaf.com

  • shvela
  • 30 აპრილი 2015
  • 4 012
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)