4 ფინალი ლიგის მოსაგებად

დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც "მადრიდის რეალი" "ალმერიას" წინააღმდეგ გამართავს, თუ არ ჩავთვლით, "ბარსელონას" და "მადრიდის რეალს" ოთხი ფინალის ჩატარება მოუწევთ.

ლუის ენრიკეს შეგირდების შემდეგ მეტოქე "კორდობაა", შემდეგ სახლში "სოსეიდადს" მიიღებენ, რომლის შემდეგაც "კალდერონზე" სათამაშოდ მადრიდში გაემგზავრებიან და ბოლო ტურში "დეპორტივოს" ღებულობენ "კამპ ნოუზე".

ამ ოთხი მეტოქეიდან ორი გადარჩენისთვის იბრძვის - "კორდობა" ცხრილის ფსკერზეა, მასთან ახლოსაა "დეპორტივოც". "სოსეიდადი" ცხრილის შუაშია განთესილი, ხოლო "ატლეტიკო" კი მესამე ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

"მადრიდის რეალი" საჩემპიონო გზაზე დღეს "ალმეტიას" დაუპირისპირდება, შემდეგ "სევილიას", რომლის შემდეგაც სახლში მიიღებს "ვალენსიას", რის შემდეგაც გაემგზავრება ბარსელონაში "ესპანიოლთან" სათამაშოდ, ხოლო ბოლო ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

ანჩელოტის ძალიან რთული კალენდარი აქვს, ვინაიდან "ალმერიას" შემდეგ მას მეოთხე და მეხუთე ადგილოსან კლუბებთან უწევს თამაში.

წყარო: SPORT.ES

  • shvela
  • 29 აპრილი 2015
  • 4 586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (50)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)