ხამესი მნიშვნელოვანი ფიგურაა „რეალისათვის“
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლეადორის წოდების მოპოვების შემდეგ, „რეალმა“ მყისვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელის წარმომადგენლეთან და საბოლოოდ, ფლორენტიო პერესმა 80 მილიონი ევრო გადაუხადა „მონაკოს“ მის სანაცვლოდ.
თავდაპირველად, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების უმრავლესობა, სკეპტიკურად უყურებდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუმცა სეზონის მიწურულს, არავის ახსოვს როდრიგესში გადახდილი ასტრონომიული თანხა და მეტიც, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახლა, ისინი „ათიანის“ გოლებზე, ასისტებსა და ხარისხიან თამაშზე საუბრობენ.
მიმდინარე სეზონის განამვლობაში, ხამესს არა ერთხელ მოუწია ლაზარეთის კარის შეღება, რის გამოც, მხოლოდ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სტატისტიკა შთამბეჭდავია - 16 შედეგიანი დარტყმა და 13 საგოლე გადაცემა.აღნიშნულ ციფრები საუკეთესოა კოლუმბიელის პროფესიონალურ კარიერაში.
ნიშანდობლივია, რომ როდესაც კოლუმბიელი შემტევი მწვანე მინდორზეა, „რეალი“ მატჩების 80 პროცენტს გამარჯვებით ასრულებს (39-დან 31 მოგება), ხოლო როდესაც ის ტრიბუნიდან ადევნებს თვალს თანაგუნდელების გარჯას, მაშინ, გუნდისა მონაგარია 60% (13-დან 8).
AS
- 28 აპრილი 2015
- 2 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.