დასკვნითი ვარჯიში „ალმერიასთან“ მატჩამდე
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა, დასკვნითი ვარჯიში გამართეს პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის მატჩამდე.
დღევანდელ შეკრებაზე, მთავარი შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად, ოდეგარმა, მარკოს ლავინმა, ბორხა მაიორალმა, დიეგო ლორენტემ და ვარელამ იმუშავეს.გამომდინარე იქედან, რომ კარვახალი და რამოსი „ალმერიას“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ, მათ დასვენების საშუალება მიეცათ, ხოლო მოდრიჩი, ბეილი და ბენზემა ინდივიდუალური პროგრამით ირჯებოდნენ.
„რეალისა“ და „ალმერიას“ თამაში, ხვალ, 22 საათზე აიღებს სტარტს.
- 28 აპრილი 2015
- 1 880
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.