„რეალმა“ 3 დღეში უნდა გადაწყვიტოს ჩიჩარიტოს ბედი
ბოლო შეხვედრებში, ხავიერ ერნანდესი „რეალის“ მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩსა და ვიგოში გატანილი მნიშვნელოვანი გოლების შემდეგ, სამეფო კლუბში, თავდამსხმელის დატოვებაზე ალაპარაკდნენ.ესპანური გამოცემა El Confidencial ირწმუნება, რომ „რეალსა“ და „მანჩესტერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მადრიდელებს 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ტრანსფერის გამოსასყიდად.ამასთანავე, ფლორენტინო პერესმა 30 აპრილამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინგლისელები სატრანსფერო ფანჯარაზე დააყენებენ მექსიკელს და ის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი გუნდისათვის.
მთავარი მწვრთნელის უკანაკნელი კომენტარიდან გამომდინარე, თუ ჩიჩარიტო მსგავს ტემპში გააგრძელებს თამაშს, მას აუცილებლად დაიტოვებენ დედაქალაქში.
101greatgoals
- 27 აპრილი 2015
- 6 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.