მოიესი "სოსიედადში" ილარამენდის დაბრუნებას აპირებს
"რეალ სოსიედადის" მთავარი მწვრთნელი, დავიდ მოიესი ნახევარდაცვის გაძლიერებას "რეალის" ფეხბურთელით აპირებს.
25 წლის ასერ ილარამენდი მადრიდის "რეალში" სწორედ "სოსიედადიდან", 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
"გვსურს შემადგენლობის გაძლიერება ძლიერი ფეხბურთელებით. ილარამენდი? - ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მას დააბრუნებს. შემადგენლობაში რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება, მით უკეთესი".
"ესპანეთის 6-7 საუკეთესო გუნდში შევდივართ და ეს შემადგენლობაზეც უნდა აისახებოდეს. ილარამენდის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დახმარება შეუძლია,"-განაცხადა მოიესმა.
ილარამენდმა ადრე უარყო "ატლეტიკოს" დაინტერესება, ხოლო როგორც ცნობილია, ახლა მისით "ლივერპული" ინტერესდება.
- 25 აპრილი 2015
- 2 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.