ანჩელოტი: "რამოსს ხესე შეცვლის"
კარლო ანჩლოტიმ "სელტასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
ჩიჩარიტო
"ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მაქსიმალურად ვეცდები ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიო, რათა შეხვედრის მოგება გაგვიადვილდეს."
ჩემპიონთა ლიგა
"საბედნიეროდ მადრიდის "ტლეტიკოს" დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით. მთავარია, რომ ნახევარფინალში ვართ და განვაგრძობთ ტიტულისთვის ბრძოლას. მეოთხედ ფინალში დიდი ენერგია დავხარჯეთ და ძალების აღდგენა ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. "სელტასთან" სრული კონცენტრაცია გვმართებს, რადგან ეს გუნდი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ნებისმიერი კლუბისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია."
სერხიო რამოსი ნახევარდაცვაში
"ჩემი აზრით, რამოსის განმწესებამ ახალ პოზიციაზე გარდამტეხი როლი ითამაშა ნახევარფინალში გასვლაში. სერხიომ იდეალურად ითამაშა და ვფიქრობ ჩემმა ექსპერიმენტმა გაამართლა. მე მას ვენდე და გუნდის ვიცე-კაპიტანმა იმედები არ გამიცრუვა. რამოსი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ პოზიციაზე დავაყენებ. შემიძლია მას ცენტრფორვარდად თამაშიც დავავალო და დარწმუნებული ვარ მოვალებოას თავს გაართმევს. მიუხედავად ამისა, იგი გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ დაცვის ცენტრში დაბრუნდება."
პრიმერა დივიზიონი და ჩემპიონთა ლიგა
"ორივე გათამაშება პრიორიტეტულია. ლა ლიგაში "ბარსელონას" მცირე წაბორძიკებაც კი გვაწყობს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ეს არის წარმოუდგენელი გათამაშება, რომელიც ყველა გუნდის ოცნებაა. იმედი მაქვს ეზონის ბოლოს ორივე ჩემპიონატჩი გამარჯვებულები ვიქნებით."
ტრავმირებული ფეხბურთელები
"მოდრიჩი სეზონის დასასრულს დაბრუნდება. გარეთ ბეილი "სევილიასთან" მატჩისთვის სრულად იქნება მზად, ხოლო კარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებისთვის მოახერხებს მინდორზე გამოსვლას."
ისკო
"ფეხბურთელი, რომელიც ხშირად ვერ ახერხებს მინდორზე გამოსვლას, რა თქმა უნდა ბედნიერი ვერ იქნება. ამ მდგომარეობაში არიან ნაჩო, ჩიჩარიტო, ისკო... მე შესანიშნავად მესმის მათი, თუმცა ყოველთვის ვცდილობ მათ შანსი მივცე. ისკო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. მე მას სრულად ვენდობი და მისი იმედი მაქვს კრიტიკულ მდგომარეობებში."
ხესე
"ხესე ნელ-ნელა შედის ფორმაში. სერხიო რამოსმა წინა შეხვედრაში ნახევარდაცვაში ითამაშა, ახლა კი ვფიქრობ, რომ SR4-ის ადგილს სწორედ ხესე დაიკავებს."
As.com
- 25 აპრილი 2015
- 6 875
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.