დასკვნითი ვარჯიში „სელტასთან“ მატჩამდე
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ფინალური სესია გამართეს. კარლოს კოლექტივი "სელტას" დასამარცხებლად მზად არის...
სერხიო რამოსის თამაში ეჭვქვეშ იდგა, ვინაიდან ის გუშინდელი დღის ჩათვლით დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა. დღეს კი ვიცე-კაპიტანმა სრული დატვირთვა მიიღო.
ფეხბურთელებმა ვარჯიშის დაწყების წინ რაფაელ ვარანს დაბადების დღე მიულოცეს. ფრანგი ფეხბურთელი 22 წლის გახდა.
ბენზემა, მოდრიჩი და ბეილი კვლავაც აღდგენით პროცესს გადიან, ისინი "ბალაიდოსზე" ვერ ითამაშებენ.
- 25 აპრილი 2015
- 1 979
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.