დე ხეას უარი 14,5 მლნ. ევროს
ბრიტანული პრესის ცნობით, სწორედ ზემოთხსენებული თანხის გასამრჯელოზე თქვა უარი დე ხეამ. ვან გაალი კი თავის მხრივ აცხადებს: "მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ჩვენ მას ძალიან დიდი ფული შევთავაზეთ."
ბრიტნაული ტაბლოიდები წერენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ძირითად მეკარეს კვირაში 200 000 ფუნტი (14,5 მლნ. ევრო წელიწადში) შესთავაზა დარჩენის სანაცვლოდ, რაზეც ესპანელმა გოლკიპერმა უარი განაცხადა. "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულზე საუბრისას განაცხადა:
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. მე არ ვარ ის, ვინც ამაზე გადაწყვეტილებას იღებს... მინდა რომ დარჩეს, მაგრამ საბოლოოდ ის გადაწყვეტს ყველაფერს. მე არ მკითხოთ ამაზე, ჰკითხეთ დე ხეას, ვინაიდან ჩვენ მას ძალიან დიდი ფული შევთავაზეთ."
ესპანელ მეკარეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. "მადრიდის რეალი" აქტიურადაა დაინტერესებული დე ხეას გადმობირებით. "მანჩესტერ იუნაიტედი" მის სანაცვლოდ კი 67 მლნ. ევროს ითხოვს.
წყარო: AS
- 25 აპრილი 2015
- 4 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.