"რეალი" ევროლიგის ოთხთა ფინალშია!
"მადრიდის რეალის" საკალათბურთო გუნდმა ევროლიგის ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.
„თეთრებმა“ საკალთბურთო ევროლიგის მეოთხე შეხვედრაში "ანადოლუს ეფესის" დაამარცხეს, რითაც ევროლიგის ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვეს.
ამ მატჩამდე "რეალის" კალათბურთელები სერიაში ანგარიშით 2-1 ამარცხებდნენ მეტოქეს, წყვილში გასამარჯვებლად კი 3 მოგება იყო საჭირო. პაბლო ლასოს შეგირდებმა გუშინდელ მატჩში ბრწყინვალე კალათბურთი აჩვენეს და 13 ქულიანი სხვაობით, 63-76 იმარჯვეს.
თეთრების მეტოქე ოთხთა ფინალში უკვე ცნობილია. ეს იქნება თურქული "ფენერბახჩე", რომლებმაც ისრაელს "მაქაბი" 3-0 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს "ცსკა" და "ოლიმპიაკოსი დაუპირისპირდებიან, რომლებმაც შესაბამისად "პანათინაიკოსს" და "ბარსელონას" სძლიეს.
თეთრებმა, უკანასკნელი 5 ოთხთა ფინალიდან მეოთხედ მოახერხეს გასვლა, თუმცა ვერცერთხელ მოახერხეს ევროლიგის მოგება. იმედი ვიქონიოთ, რომ მიმდინარე სეზონში შეძლებენ ლასოს ბიჭები ესოდენ ნანატრი თასის აღმართვას.
- 24 აპრილი 2015
- 3 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.