ხამესმა 20 კილომეტრზე მეტი ირბინა „ატლეტიკოსთან“ მატჩებში
კოლუმბიელი ნახევარმცველი სულ რაღაც 20 დღის წინ დაუბრუნდა მწვანე მინდორზე, თუმცა რთულია იმის თქმა, მას ნამდვილად ტრავმა ჰქონდა, თუ უბრალოდ ისვენებდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის განმავლობაში (საუბარი ორივე შეხვერაზე), ხამესმა 20.965 კილომეტრზე მეტი ირბინა, რაც საუკეთესოა „რეალის“ რიგებში„ვისენტე კალდერონზე“ გამართულ შეხვედრაში, როდრიგესმა 10.736 კმ. დაფარა, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 10.229.
საინტერესოა, რომ სახმრეთ ამერიკელმა მცირედით აჯობა რამოსს (20.610) და 1.136 კილომეტრით მეტი ირბინა, ვიდრე შავი სამუშაოს შემსრულებელმა კროოსმა.
ლაზარეთიდან გამოწერის შემდეგ, ხამესმა 2 ასისტი მიითვალა „გრანადასთან,“ ხოლო შედეგიანი დარტყმით გამოირჩა „რაიო ვალეკანოსა“ და „მალაგას“ წინააღმდეგ.ამასთანავე, „ატლეტიკოსთან“ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.
AS
- 24 აპრილი 2015
- 5 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.