ხესეს და ჩიჩარიტოს შანსი მიეცემათ
მადრიდის "რეალის" ლაზარეთი გაივსო.
დღევანდელ ვარჯიშზე "ბლანკოსის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ გაისარჯა, რადგან მათ ტრავმები აწყხებთ. კარლო ანჩელოტი მუდამ იმაზე ფიქრობს, თუ როგორი სასტარტო შემადგენლობით და რა სქემით უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში.
მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკო" სამეფო კლუბისთვის ბოლო წლებში უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. "თეთრებს" თანაქალაქელების დამარცხება ძალზედ უჭირთ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მომდევნო დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მარსელო, ბეილი და მოდრიჩი, ალბათ მიხვდებით, რომ დაპირისპირება ძალზედ დაძაბული იქნება "რეალის" გულშემატკივრისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ბენზემა თამაშს. ფაქტია, რომ BBC ტრავმების ეპიდემიამ იმსხვერპლა. მათი ადგილის შესავსებად კი ანჩელოტის რამდენიმე ვარიანტი აქვს. იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ შანსი მისცეს ხესეს და ჩიჩარიტოს. ორივე მოთამაშეს ბოლო პერიოდში პაპა კარლო ხშირად ათამაშებს და ცვლილებაზე შემოჰყავს, თუმცა მატჩი იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, შესაძლოა ანჩელოტიმ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გარისკოს.
Marca.com
- 20 აპრილი 2015
- 3 969
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.