ანჩელოტი 3 მცველით აპირებს თამაშს?

ჩემპიონთა ლიგაზე მეტად საპასუხისმგებლო დაპირისპირების წინ, ანჩელოტი საგონებელშია ჩავარდნილი.

ანჩელოტის მნიშვნელოვანი დანაკლისით მოუწევს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ასპარეზობა და ამიტომაც, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.როგორც იცით, დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო, მარსელო, მოდრიჩი, ბეილი და ბენზემა ვერ მოახერხებენ „რეალის“ ღირსების დაცვას.შესაბამისად, საჭიროა მათი უმტკივნეულოდ შეცვლა, რაც ძალიან რთული და წარმოუდგენელი იქნება.

სამწუხაროდ, „თეთრებმა“ შედეგიანი დარტყმის განხორციელება ვერ შეძლეს „ვისენტე კალდერონზე“ და საპასუხო შეხვედრაში, ორმაგი ყურადღებით მართებთ დაცვითი ფუნქციების შესრულება.აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ანჩელოტიმ, უკან საიმედო თამაშზე გააკეთოს აქცენტი და სასტარტო შემადგენლობაში, ზედიზედ 3 ცენტრალური მცველი გამოიყვანოს, თუმცა აქედან, რამოსი და ვარანი მეკარის წინ დადგებიან, ხოლო პეპე, კროოსსა და ისკოს დაეხმარება ნახევარდაცვაში.ასეთ ვითარებაში, გუნდი უფრო საიმედოდ იასპარეზებს სტანდარტულების დროსაც, რაც ერთობ ნიშანდობლივია, როდესაც საქმე გაქვს „როხიბლანკოსთან.“

თუ ანჩელოტიმ ზ/ხენებული გზა არ აირჩია, მაშინ შემდეგ თერთმეტეულს უნდა ველოდოთ: კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, კროოსი, ილიარა, ისკო, ხამესი, რონალდუ და ჩიჩარიტო.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)