„რეალი“ როისს მიუბრუნდა
Daily Mail-ის ცნობით, გერმანელი შემტევი ნახევარმცველი კვლავ სამეფო კლუბის ორბიტაზეა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, როისმა 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი „ყვითლებთან,“ თუმცა კლუბში განვითარებული მოვლენებისგან გამომდინარე, მას წასვლას უწინასწარმეტყველებენ.
როგორც იცით, „ბორუსია“ მეტად რთულ სიტუაციაშია.სატურნირო ცხრილში შეუფერებელ პოზიციასთან ერთად, ხელმძღვანელები ფინანსურ კრიზისზეც ალაპარაკდნენ, რაც თავისთავად, ვარსკვლავების გაყიდვას განაპირობებს.
„შექმნილი ვითარების შემხედვარე, არავის გაუკვირდება მარკოს როისის სხვა გუნდში გაბარგება“ - აღნიშნა კლოპმა.
სამეფო კლუბი კი მზად არის, 30 მილიონი ევრო გაიღოს როისის გამადრიდელებაში.
AS
- 20 აპრილი 2015
- 4 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.