"არსენალი" და "სიტი" ისკოს ითხოვენ
პრემიერ ლიგის ორი გუნდი ისკოს შეძენას ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ლონდონის "არსენალი" და მანჩესტერ "სიტი" მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა გამთამაშებლის გადაბირებას ცდილობს. ორივე გუნდი ისკოს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდება.
ბრიტანელები სამეფო კლუბს "23" ნომრის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა თეთრები ჯერ-ჯერობით ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
Goal.com
- 19 აპრილი 2015
- 2 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.