პელეგრინი: ”გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით”
”ოსასუნასთან” ყაიმის შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენცია გამართა.აღსანიშნავია, რომ ჩილელმა ორი კითხვის შემდეგ პრესკონფერენცია დატოვა.ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა.
”ვიცოდით, რომ საკმაოდ რთული თამაში გველოდა პამპლონაში.თითქმის თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა თამაში, თუმცა გამარჯვებასთან ჩვენ მაინც ახლოს ვიყავით.ალბათ, უფრო მეორე ნახევრის გამოყოფა შეიძლება.ამ პერიოდში გუნდმა მოახერხა ორი საგოლე მომენტის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ ორივე ეპიზოდი ქარს გავატანეთ” - განაცხადა მანუელმა.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 4 იანვარი 2010
- 1 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.