რონალდო: „ეფექტური იქნებოდა რონალდუს გვერდით თამაში“
„რეალის“ და „მალაგას“ დაპირისპირებას, ლეგენდარული ბრაზილიერი ფორვარდი, რონალდო დაესწრო.
„„სანტიაგო ბერნაბაეუზე“ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.სამწუხაროდ, იშვიათად მიწევს მადრიდში ყოფნა, თუმცა მინდა, რომ უფრო სისტემატური ხასიათი ჰქონდეს ფეხბურთის ყურებას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში მე მქომაგობდნენ.“
„ვფიქრობ, ოთხშაბათს, მეტად ინტენსიური შეხვედრის მომსწრე გავხდებით.რა თქმა უნდა, „რეალი“ მოიპოვებს შემდეგი ეტაპის საგზურს.“
„მორიგ საქველმოქმედო თამაშს საფრანგეთი უმასპინძლებს.“
„რაულს გუნდთან დავმარცხდით.თამაშის შემდეგ გონსალესს შევხვდი და ბევრი ვისაუბრეთ.“
„სიმართლე გითხრათ, რონალდუსა და მესის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებ.“
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კრიშტიანუს გვერდით თამაშს ავირჩევდი.ეს ძალიან ეფექტური იქნებოდა.“
AS
- 19 აპრილი 2015
- 4 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.