ილიარა: „მზად ვარ მოდრიჩის ნაცვლად ვითამაშო“
მალაგელებთან დაპირისპირების მეორე ტაიმში, ტრავმირებული ლუკა მოდრიჩის ნაცვლად, ასიერ ილიარამენდი ჩაერთო საქმეში, რომელმაც ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
„ჯერ არაფერი ცნობილია ლუკას ტრავმის შესახებ.ვიმედოვნებ, რომ სერიოზულ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ საწინააღმდეგო შემთხვევაში, მზად ვარ, ხორვატის ნაცვლად გამოვიდა მწვანე მინდორზე და თავდაუზოგავად ვიბრძოლო.მართალია, სათამაშო წუთების სიმრავლით არ გამოვირჩევი, თუმცა ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები ვარჯიშებზე.“
„ბეილი და მოდრიჩი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ტრავმების სერიოზულობა.მხარი დავუჭიროთ მათ.“
„კონტრაქტის ამოწურვამდე არსად ვაპირებ წასვლას.“
AS
- 19 აპრილი 2015
- 3 728
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.