კოენტრაოს უხმეს
ფაბიო კოენტრაო მცირე სათამაშო დროის გამო თითქმის ყველას გადაავიწყდა.
მოგეხსენებათ დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებს მარსელო, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. იტალიელი სპეციალისტი საქმეში კოენტრაოს ჩართვას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ფაბიო იშვიათად გამოდის მინდორზე, რაც გახშირებული ტრავმებისგან არის გამოწვეული. ამ ეტაპისთვის პორტუგალიელი მარცხენა მცველი მწყობრშია და მზად არის გუნდის დასახმარებლად. მისი განცხადებით, იგი ანჩელოტისგან მიღებულ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.
მადრიდის "რეალის" თავკაცი თვლის, რომ ფორმაში ჩადგომა სჭირდება 27 წლის მცველს, რადგან უთამაშებლობის გამო შეიძლება მატჩის რეზულტატი "ატლეტიკოს" სასიკეთოდ დაფიქსირდეს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა დღევანდელ დაპირისპირებაში, "მალაგას" წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან მარსელოს ნაცვლად ფაბიო კოენტრაო გამოიყვანოს მინდორზე.
Marca.com
- 18 აპრილი 2015
- 2 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.