ბენზემას ან ისკო შეცვლის ან ჩიჩარიტო
კარლო ანჩელოტი კარიმ ბენზემას შემცვლელზე ფიქრობს.
ფრანგმა ფორვარდმა დისკომფორტის გამო "მალაგასთან" დასაპირისპირებლად მომზადება ვერ მოასწრო, რის გამოც იგი განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. იტალიელი სპეციალისტი ახლა მადრიდის "რეალის" ჩენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალტერტნატივის ძიებაშია.
როგორც ცნობილი გამომცემლობა AS იტყობინება, ანჩელოტი ძირითად შემადგენლობაში დღეს მალაგას წინააღმდეგ ან ჩიჩარიტოს გამოიყვანს, ან ისკოს. წინა მატჩში ხავიერ ერნანდესმა გოლის გატანა და თავის გამოჩენა შეძლო და სავარაუდოდ მას დღესაც მიეცემა ამის შანსი. რაც შეეხება ისკოს, იგი უკვე დიდი ხანია "პაპა კარლოს" ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენზემას ნაცვლად დღეს შესაძლოა ხესე როდრიგესიც ვიხილოთ.
Bernabeudigital.com
- 18 აპრილი 2015
- 1 891
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.